Saturday, August 6, 2011

მცენარეების გამოყენება

პროექტის სახელწოდება: მცენარეების გამოყენება.

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეები გამოიკვლევენ ადამიანის მიერ მცენარეთა გამოყენების სფეროების; მოუვლიან მცენარეებს; მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.

პროდუქტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან მცენარის მოვლის წესებს; დარგავენ და მოუვლიან მცენარეებს.

პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან მცენარეების მრავალმხრივი გამოყენების საშუალებებს; ოჯახსა თუ სკოლაში მოუვლიან მცენარეებს. გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ – ჩვევას.

მონაწილეთა ასაკი: 6–7 წელი.

ვადები / ხანგრძლივობა: 3 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები / პრდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: დახატავენ საყვარელ ხილს ხეზე; დახატავენ რომელიმე ბოსტნეულს; ბამბის პატარა ფთილებისგან „დაართავენ“ ძაფს; ბამბის ძაფისაგან გააკეთებენ ყვავილს; კომპიუტერში შექმნიან პრეზენტაციას საყვარელ მცენარეზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატის ფურცელი; უბრალო და ფერადი ფანქრები; საშლელი; მაკრატელი; წებო; გუაში; კომპიუტერი; მცენარეთა ილუსტრაციები.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები გამოიკვლევენ თუ სად იზრდებიან მცენარეები; რით ჰგვანან ან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან; რისთვის იყენებს ადამიანი ხეს და რას ამზადებს მისგან; გაარკვევენ რატომ რგავს ხეხილს ადამიანი და რატომ უნდა ჭამონ ბევრი ხილი; გაიგებენ რას ამზადებენ ხილისგან; გაარკვევენ რისთვის ვიყენებთ ბამბას. დახატავენ საყვარელ ხილს და ბოსტნეულს; შეთხზავენ ისტორიას საყვარელ მცენარეზე კომპიუტერში; ბამბისაგან „დაართავენ“ ძაფს; ძაფს შეღებავენ სხვადასხვა ფერად და გააკეთებენ ყვავილს. მოახდენენ შესრულებული პროდუქტის პრეზენტაციას. ნამუშევრებს განათავსებენ ინტერნეტში. მოსწავლეები ეტაპობრივად შეფასდებიან შეფასების რუბრიკის მიხედვით.

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა; ქართული; ხელოვნება; ისტ.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) : მაია ჯელაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mjeladze7@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი: mjeladze7.blogspot.com